Sunday, October 21, 2012

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ოჰ ეს ხახუნი!-კარგია ის თუ ცუდი?
2. პროექტის მთავარი იდეა: ხახუნის ძალის ავ-კარგიანობის გათვალისწინება ყოფა-ცხოვრებაში.
3. პროექტის აქტუალობა: ხახუნის გაუთვალისწინებლობის ცუდი (მძიმე) შედეგები ყოფა-ცხოვრებაში.
4. პროექტის მიზნები: თავიდან ავიცილოთ ხახუნის მოქმედების ცუდი შედეგები და გავზარდოთ მისი მოქმედების სასიკეთო შედეგები.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, პლაკატები ხახუნის ძალების მოქმედების შედეგებზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ,,გ. გედენიძე, ე. ლაზარაშვილი-ფიზიკა-9 კლ“. ადამიანური რესურსები-ბავშვები, მოზრდილები, მძღოლები...
9. პროექტის მსვლელობა:
გეგმის შედგენა (ა.ზემოთ აღნიშნული1-4 და6-8 პუნქტების გაცნობა მთელი ჯგუფისათვის ბ. როლების ჩამოყალიბება-განაწილება:
ბრალდებული-ხახუნი--2-3 მოსწავლე
დამცველი------------იმდენივე, რამდენიც ბრალმდებელი
მოსამართლე--------2-3  მოსწავლე
ექსპერტი-----------2-3  მოსწავლე
ბრალმდებელი --იმდენივე, რამდენიც დამცველი
გ. დავალებების მიცემა თითოეული ჯგუფისათვის
ბრალმდებელი----ასახელებს ხახუნის საზიანო მოქმედების მაგალითებს და მათ შედეგებს (ჯგუფის ყველა წევრს ევალება თითო მაგალითის დასახელება)
დამცველი---ასახელებს ხახუნის სასარგებლო მოქმედების მაგალითებს (ასახელებს ყველა წევრი თითო მაგალითს).
ექსპერტს ევალება----- შეაფასოს რამდენად სწორად და საკმარისად იყო მოყვანილი არგუმენტები.
მოსამართლე ---არეგულირებს პროცესს და იღებს ან უარყოფს არგუმენტებს.
ბრალდებული ---იმართლებს თავს და დასახელებული მაგალითების შესაბამისად გვთავაზობს გამოსავალს
მასწავლებელი ინიშნავს უზუსტობებს და ბოლოს აკეთებს კომენტარს.
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზ.IX. 6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს ნიუტონის კანონების გამოყენების მაგალითებს, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ამირან  ამყოლაძე
12. ელ.ფოსტა: amiranamkoladze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: amiranamkoladze.blogspot.com

No comments:

Post a Comment